ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროექტი „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ . ქუთაისის დელეგაციის სტუმრობა ჩინეთში სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
ჩინეთში ვიზიტის მიზანი იყო ინდუსტრიული გიგანტის, კომპანია „ იატონგ ჯგუფის“ გაცნობა. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს ჟენგჯოუში, ჰენანის პროვინციაში. მისი ძირითადი პროფილია ელექტროავტობუსების, სამშენებლო მანქანების და საავტომობილო ნაწილების წარმოება.
ქუთაისის მერს და მერის მოადგილეს კომპანიაში “იატონგის“ ინოვაციური ელექტროავტობუსები წარუდგინეს, რომელიც აქტიურად არის გამოყენებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში და აქვს განსაკუთრებული ეკომეგობრული მახასიათებლები.
ელექტროავტობუსები ქუთაისიდან დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის და რკინიგზის სადგურის მიმართულებით იმოძრავებს.
ქართულ და ჩინურ მხარეებს შორის მომავალი თანამშრომლობა დაიგეგმა.