27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ქალაქის ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს შეხვდნენ. ღონისძიება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა, საკრებულოს წევრმა ბექა ქებულაძემ მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცეს და ფულადი ჯილდოები გადასცეს გამორჩეულ მასწავლებლებს.
„მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. ქვეყნის მომავალი სკოლიდან, საკლასო ოთახებიდან იწყება.
ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია პედაგოგებს აკისრიათ.
ის ფაქტი, რომ ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო ასპარზზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ, უპირველესად მათი პედაგოგების დამსახურებაა. მადლობა მათ, ამ შრომისათვის. ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა ყოველთვის ექნებათ.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მასწავლებლის ეროვნულ დღეს ჩვენს მასწავლებლებს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ღვაწლმოსილ და წარმატებულ მასწავლებელთა დაჯილდოება ქუთაისის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება და ქუთაისის მერიის განათლების განყოფილების მიერ არის ორგანიზებული.