მოქალაქეთა ანგარიშვალდებულების მიზნით ქუთაისის საკრებულოს წევრები ადგილობრივების წინაშე წარდგნენ.
მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების შესახებ მოქალაქეებთან ისაუბრეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მარეხი ნიჟარაძემ, მოადგილეებმა მანანა ჩიხლაძემ, ჯემალ ბიბილეიშვილმა, დიმიტრი მხეიძემ და ზაქრო მამასახლისმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.