მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების შესახებ, მოსახლეობასთან დღეს ანგარიშით წარდგნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, პაატა ლილუაშვილი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე,ბექა მახარაძე.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, მათ მიერ გაწეულ სამუშაოებზე ისაუბრეს და განიხილეს ის პროექტები რომელიც საკრებულოს მიერ იქნა მოწონებული.