ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგის " წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
ირაკლი შენგელიასთან ახალგაზრდებმა ისაუბრეს იმ საჭიროებებზე და გამოწვევებზე, რომელიც დღეს ქუთაისში კონკრეტული მიმართულებით არსებობს.
შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ აქცენტი გაკეთდა პროფესიულ და არაფორმალურ განათლებაზე, ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერის გზებზე და მნიშვნელობაზე. ასევე ახალგაზრდების განვითარების სტრატეგიის აღსრულებაზე და მრჩეველთა საბჭოს როლის შესახებ.
დღესვე შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაჟღერდა სურვილი, აუდიტორიიდან მიიღოს კონკრეტული რჩევები ადგილობრივი ახალგაზრდული, მონაწილეობრივი პოლიტიკისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიმართულებებით.
როგორც კლუბის წევრებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია ქალაქში შეიქმნას ტექნოლოგიური პარკი, სადაც ახალგაზრდები იმუშავებენ თავისუფალ გარემოში და შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. ყურადღება გამახვილდა მრჩეველთა საბჭოების მუშაობის გაძლიერებაზე და ახალგაზრდული პროგრამებისთვის საჭირო ბიუჯეტის ზრდაზე.