ქუთაისში სითითონი დასრულდა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები და პროექტები.
ორი დღის განმავლობაში ,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ ცენტრში , 20-ზე მეტი გუნდი ქალაქში არსებული გამოწვევების კრეატიულად გადაჭრის გზებს ეძებდა.
️ჰაკათონის მონაწილეებმა, 36 საათის განმავლობაში, იმუშავეს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების საკითხებზე და ჩამოაყალიბეს ახალი, ინოვაციური ხედვები და მიდგომები.
სითითონის მონაწილეებს შეხვდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთო კასრაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე.
ორდღიანი მუშაობის შემდეგ გამოვლინდა ჰაკათონში გამარჯვებული გუნდები- "პორტალი" ( კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინოვაციური წარდგენა) და " თაიმ თრიფსი" ( საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ მგზავრთა საინფორმაციო უზრუნველყოფა).
️რჩეული გამოავლინა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა- გუნდი "ქუთაისელი მასპინძელი", რომლის იდეაც თანამედროვე გიდების მომზადების თემას უკავშირდება.
ერთ რჩეულ გუნდს გადაეცა პრიზი Hotsale-ისგან.
️გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას.
სითითონი განხორციელდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, ევროკავშირის პროექტის “ინტეგრირებული ტრანსფორმაცია