საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა წყალტუბოში.
სხდომას, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი უძღვებოდა, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სხდომაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერის პირველმა მოადგილემ დავით ერემეიშვილმა. ვიცე-მერი კომიტეტის წევრებს ქუთაისში მიმდინარე სპორტული და ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ ესაუბრა.
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრებმა, სხდომის დაწყებამდე, წყალტუბოს სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.