#შენისიცოცხლეშენსხელშია
🎀„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დღეს, ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და „ევროპა დონა საქართველოს“ წარმომადგენლები შეუერთდნენ.
🎀მოეწყო საინფორმაციო კამპანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ რომლის ფარგლებშიც, თეთრ ხიდის მიმდებარედ გაიმართა ფეხით მსვლელობა და მოქალაქეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები. ადრეული სკრინინგი არის კიბოსთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება, ოქტომბერი კი მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში, ცნობიერების ამაღლების თვედაა მიჩნეული და მას სიმბოლურად "ვარდისფერ ოქტომბერს" უწოდებენ .
🎀„ვარდისფერი ოქტომბერი“ მსოფლიო მასშტაბით 1997 წლიდან აღინიშნება.