ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია დღეს, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა.
საბჭო 27 წევრისგან შედგება და მიზანს, ქალაქის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა წარმოადგენს.
შეხვედრაზე ირაკლი შენგელიამ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმნეტზე და სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტირების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
- ჩემი როგორც საკრებულოს თავმჯდომარის სურვილია, ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს და ახალგზარდულ მრჩეველთა საბჭოს ქონდეს ურთიერთ თანამშრომლობა, რაც დადებითად აისახება იმ პროექტების განხორციელბაზე რომელიც ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტიულია.
როგორც იცით ქუთაისს უკვე აქვს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. მნიშვნელობავია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გქონდეთ საკუთარი მოსაზრებები, რომლის არგუმენტირებულ საფუძველზეც დოკუმენტში მოხდება ცვლილებების შეტანა.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ თქვენს მოსაზრებებს და შეხედულებებს საკრებულოს მიერ ექნება მხარდაჭერა. აღნიშნა ირაკლი შენგელიამ.