ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი, თემაზე ,,გლობალიზაციის პრობლემები: სახელმწიფოთაშორისი აღიარება თუ დაპირისპირება".
სემინარი უცხოეთიდან მოწვეულმა პროფესორებმა ჩაატარეს.
ღონისძიების გახსნას დაესწრო ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე.
საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლისა და საჯარო მმართველობის პროგრამების სტუდენტებს ბერლინის, ბონის და ზაგრების უნივერსიტეტების პროფესორები ესაუბრნენ.
შეხვედრა „დოქტორანტთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო კვლევითი კლასტერის” ორგანიზებით ჩატარდა.