ქუთაისში ფესტივალი „ღვინის დღეები“ ჩატარდა.
ღვინის ფესტივალი , საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყოველწლიურად მთელ საქართველოში იმართება.
7 ოქტომბერს ფესტივალს ქუთაისმა უმასპინძლა.
ფესტივალის ფარგლებში, მთელი დღის მანძილზე, ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები გაიმართა.
საფესტივალო პროგრამით მოეწყო იმერული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, საგამოფენო, საბავშვო-გასართობი და კვების სივრცეები, ჩატარდა მასტერკლასები პურის ცხობაში, ფელამუშის და ჩურჩხელის მომზადებაში.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია „ 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
ჩატარდა ღვინის კონკურსი, სადაც გამოვლინდნენ საუკეთესო ღვინის მწარმოებლები.
ფესტივალი დღის ბოლოს კონცერტით დასრულდა.
„ წელს მეორედ ტარდება ფესტივალი „ღვინის დღეები“ . საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეს ინიციატივა მალე გახდა ნამდვილად სახალხო დღესასწაული.
დღეს ქუთაისმა ვუმასპინძლეთ ღვინის ფესტივალს და აქ მოსულ უამრავ სტუმარს, ადგილობრივებსა თუ უცხოელებს.
ქართული ღვინის, ვაზის და სტუმართმასპინძლობის კულტურის წარმოჩენის კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალებაა ეს ფესტივალი და ამავე დროს, მხარდაჭერაა ჩვენი მეღვინეებისა და მევენახეების.
ღვინის სამშობლოში ღვინის დღეები ერთად აღვნიშნეთ!“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.