ქუთაისში შვედი სპეციალისტების საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს, რომელიც ქუთაისის მერიის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კლინიკა ,,გიდის" და სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ჩართულობით ხორციელდება.
სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის აუდიოლოგებმა უკვე ასობით ბავშვი და მოზარდი გამოიკვლიეს.
სმენის სკრინინგი ქუთაისის სკოლებსა და პოლიკლინიკებში ტარდება.
აქციის მიმდინარეობას გაეცნო ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე.
სმენის პრობლემების დაფიქსირების შემთხვევაში, შვედური მხარე პაციენტებს სასმენი აპარატებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.