ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფოტო-გამოფენა "ვილნიუსი 700" გაიხსნა.
გამოფენა ქუთაისის მერიის და საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობით მოეწყო.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა.
ფოტო-გამოფენაზე „ვილნიუსი 700" წარმოდგენილია იუზაპ ჩეჩავიჩიუსის, სტანისლავ ფილიბერტ ფლერის და იან ბულხაკის მიერ გადაღებული ვილნიუსის ისტორიული ფოტოები, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ გამოიყურებოდა ქალაქი და მისი მოსახლეობა წარსულში.
ქუთაისში გამოფენა 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება.