ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
გოგონათა და ქალთა დასაქმებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაგდა კოსტავა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ოკრიბელაშვილი, კოლეჯ "იბერიას" წარმომადგენელი თამარ მანაგაძე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი ეკა ლეჟავა.
შეხვედრებზე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა მოსახლეობამ, ინფორმაცია მიიღო, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.