ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ.
წარმატებულ ოც მოსწავლეს, კომპიუტერები დღეს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ბასილაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა და 30-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მიხეილ გიორგაძემ გადასცეს.
დღესვე დაჯილდოვდნენ სასკოლო სპორტულ კვირეულში გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებსაც ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი გადაეცათ.