ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 23-ე სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი შვიდი საკითხი დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე,ირაკლი შენგელია უძღვებოდა .
საკრებულოს გადაწყვეტილებით ქუთაისში მოქმედი საჯარო და კერძო სამართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის მუნიციპალურ ტრანსპორტზე სამგზავრო ტარიფი გაუქმდა.
საკითხის თანახმად, წარმოდგენილი იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 2023 წლის ცხრა თვის ანგარიში.
საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის"-106 მუხლის მე-6 პუნქტით, მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის/წევრის უფლებამოსილებებს განხორციელებს მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო.მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო,როგორც დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ,უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ,დაამტკიცოს შესაბამისი იურიდიული8 პირის წესდება(დებულება),განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა.
ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში, რომლის თანახმადაც განისაზღვრა მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმა. საკითხი ითვალისწინებს ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის“ ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირი # 16 -ის მიმდებარედ ჯომარდობის სპორტული აქტივობის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის-ჯომარდობის მიმღების ბაზის და ნიკეას ქუჩის, მე-2 შესახვევის, #15ა-ს ჩრდილოეთით (ჰოკეის მოედანი) მდებარე უძრავი ქონებების სარგებლობაში გადაცემას.
საკითხის ითვალისწინებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების,პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლის ფორმით, პირობებით), იჯარის ფორმით ოცი წლის ვადით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ისთ თაუნ რეზიდენშენისათის" სარგებლობაში გადაცემას. (საიდენტიფიკაციო კოდის#406887299) , ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირი #2-ს აღმოსავლეთით ( საჯარო რეესტრის ამონაწერი#03.04.32.689; ფართობი-691.00კვ/მ არასასოფო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) და ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი #2-ის აღმოსავლეთით ნაკვეთი #1 ( საჯარო რეესტრის ამონაწერი#03.04.32.6897 გართობი-527.00კვ/მ;არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი)