ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს რიგით 23-ე სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.
ბიუროს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. „ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის N177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში 2023 წლის ცხრა თვეში გაწეული მუშაობის შესახებ
3. "ქალაქ ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერებისა და მომსახურების საფასურის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N396 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
4. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
5. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ისთ თაუნ რეზიდენშელისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ