სოხუმის დაცემის დღიდან 30 წელი გავიდა. აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 15 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,ასობით ათასი მოქალაქე კი დევნილად აქცია.
- 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღე, სამწუხარო თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს დღე უკავშირდება ჩვენი, ადამიანების გმირობის ისტორიებს, სამშობლოს სიყვარულს, თავდადებას და სიმამაცეს, დიდ ტკივილთან ერთად, ეს ყველაფერი გძენს განცდას, რომ მათი თავგანწირვა არასოდეს ჩაივლის უკვალოდ და ჩვენი სამშობლო აუცილებლად გაერთიანდება. დიდება ჩვენს გმირებს. ირაკლი შენგელია - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე