ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დოკუმენტური ფილმის ,,დიდება დედოფალს‘‘ ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი ესწრებოდნენ.
დოკუმენტური ფილმი ასახავს ოთხი ლეგენდარული მოჭადრაკე ქართველი ქალის - ნონა გაფრინდაშვილის, ნანა იოსელიანის, ნანა ალექსანდრიასა და მაია ჩიბურდანიძის ისტორიას.
ფილმი საქართველოს, ავსტრიისა და სერბეთის მხარდაჭერით გადაიღეს.