ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა
ერთი წლის ჭრილში გერმანიის მოქალაქე, 36 წლის პიტერ გოცინგერი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მემილიონე მგზავრია. ისტორიულ მგზავრს ადგილზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი,ირაკლი ქარქაშაძე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.
დღესვე, აეროპორტის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც ყოფილი ავიატორები და აეროპორტის ყოფილი თანამშრომლები იყვნენ მიწვეული.