ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია და მერის მოადგილე თეკლა დახუნდარიძე ქუთაისის გენდერული საბჭოს წევრებთან ერთად "სოროპტიმისტ ინტერნაციონალის ქალთა კლუბის ქუთაისი კოლხას" წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც "სოროპტიმისტ ინტერნაციონალის" სამოქმედო გეგმაზე და განხორციელებულ პროექტებზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემუშავებულ იმ პროექტებზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ახორციელებს. ყურადღება იქნა გამახვილებული ქუთაისის გენდერული საბჭოს მუშაობის სტრატეგიაზე და იმ მიმართულებებზე, რომელიც საბჭოსთვის პრიორიტეტულია.