ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის თოჯინების თეატრის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალურ ფესტივალზე მოპოვებული წარმატება მიულოცა.
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალურ ფესტივალზე გრან-პრი გადაეცა.
ქუთაისის თოჯინების თეატრის სპექტაკლმა "მახინჯი იხვის ჭუჭული" ფესტივალზე ნომინაცია "საუკეთესო რეჟისურაშიც" გაიმარჯვა - პრიზი გადაეცა რეჟისორ ნინო მაღლაკელიძეს, ხოლო ამავე სპექტაკლში შესრულებული როლისთვის "საუკეთესო მამაკაცი მსახიობის" ტიტული აბელ სოსელიამ მოიპოვა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების ხელმძღვანელი ნიკოლოზ საბაშვილი.
ქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თოჯინების თეატრის დასს საერთაშორისო ფესტივალზე ქუთაისის წარმატებულად წარდგენისათვის და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.