ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს 39-ე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ბიუროს სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23-ე რიგითი სხდომის დღის წესრიგის პროექტის შემუშავებისა და ამ სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენის შესახებ“.
ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23-ე რიგითი სხდომა 2023 წლის 27 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
საკრებულოს რიგით 23-ე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ იქნება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23-ე სხდომის დღის წესრიგის შემდეგი პროექტი:
1️⃣„ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის N177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში 2023 წლის ცხრა თვეში გაწეული მუშაობის შესახებ
3️⃣ „ქალაქ ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერებისა და მომსახურების საფასურის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N396 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
4️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
5️⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
6️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
7️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ისთ თაუნ რეზიდენშელისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.