ქუთაისის მერის პირველი მოადგილე დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი კობა ფხაკაძე ქუთაისელ მკლავჭიდელებს შეხვდნენ, რომლებმაც მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებებს მიაღწიეს.
მკლავჭიდში 44-ე მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში გაიმართა. საპრიზო ადგილებზე გავიდნენ ასევე პარა -მკლავჭიდელები, რომლებმაც სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველი ადგილები აიღეს.
ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა და მკლავჭიდელებს ადგილობრივი თვითმართველობის სახელით მხარდაჭერას დაჰპირდა.