"ეგერია სოლუშენსი" ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს " საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში".
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებთან ერთად დაგეგმილი იყო კვლევა საკრებულოების საზედამხედველო საქმიანობის შესახებ. ამ მიზნით "ეგერია სოლუშენსმა" გასული თვის განმავლობაში მოამზადა ინტერვიუები და გამოითხოვა ინფორმაცია კონკრეტული მიმართულებით განხორციელებული აქტივობების შესახებ, რის საფუძველზეც თითოეული საკრებულოსთვის მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები.
"ეგერია სოლუშენსის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების და რეკომენდაციების პრეზენტაცია დღეს ქუთაისის საკრებულოში გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.