ბოტანიკური ბაღის ამფითეატრში ქუთაისის მერიისა და "იმერეთის განვითარების ცენტრის" ერთობლივი პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
პროექტი რომელიც ციფრული კომპეტენციების განვითარებას და არაფორმალურ განათლებას ითვალისწინებს ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს აირჩიონ
მომავლის პროფესია და გახდნენ კონკურენტუნარიანი ციფრული ტექნოლოგიების
მაღალანაზღაურებად შრომით ბაზარზე.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 14-დან 29-წლამდე 34 ახალგაზრდა გადამზადდა, როგორც
ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე სოციალური მედია მარკეტინგის და
პაითონის მიმართულებით.
პროექტის მონაწილეებს დღეს სერტიფიკატები გადაეცათ.