ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ,,ზაფხულის ლიდერთა სკოლაში“ მონაწილეთა მეორე ნაკადი გაემგზავრა.
„ლიდერთა სკოლის“ მონაწილეები ბაკურიანში ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა და საკრებულოს წევრმა ჯემალ ბიბილეიშვილმა გააცილეს.
„ლიდერთა სკოლის“ მიზანია შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მათი შესაძლებლობების და ლიდერობის პოტენციალის შესაბამისად.
ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები პროფესიული ორიენტაციის, ბიზნეს -გეგმის შემუშავების, სოციალური მეწარმეობის, ციფრული მარკეტინგის და პიროვნული განვითარების მიმართულებით.
„ლიდერთა სკოლა” ორ ნაკადადაა ორგანიზებული და მასში 80 ქუთაისელი ახალგაზრდა მონაწილეობს.