საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი მოიგო!
ვულოცავთ ჩვენს კალათბურთელებს ამ წარმატებულ სტარტს!
ქართული კალათბურთის და განსაკუთრებულად, ქუთაისელი კალათბურთელების კიდევ ერთი დიდი წარმატებაა ისიც, რომ ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ქუთაისელი ზურაბ საკანდელიძე, FIBA-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიო კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მიღწევებისთვის, ,,დიდების დარბაზში“ შეიყვანეს.
ამ დღეებში, მანილაში, მსოფლიო კონგრესთან ერთად, ფიბას" დიდების დარბაზში" ახალი წევრების ოფიციალურად წარდგენის ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ და ზურაბ საკანდელიძის შვილიშვილმა გიორგი საკანდელიძემ, რომელმაც ფიბას სპეციალური ჯილდოც ჩაიბარა.
გამორჩეული ქართველი კალათბურთელი იყო მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მეხიკოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. მან კარიერის განმავლობაში მოიპოვა მსოფლიოსა (1967) და ევროპის (1965, 1967, 1969, 1971) ჩემპიონის ტიტულები.