ქუთაისში, ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა დაესწრნენ.
ღონისძიება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო, სადაც ექსპერტებმა წარმოადგინეს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა.
"ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვართ ჩართული გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში. ამ მხრივ გვაქვს გარკვეული წარმატებები. ჩვენთვის ეკოლოგია მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამჟამად "ეკო სმარტ ქალაქის" პროექტზე ვმუშაობთ, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. "- განაცხადა შეხვედრაზე ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროექტს საქართველოში გარემოსდაცვითი ორგანიზაციები COWI და REC Caucasus ანხორციელებენ.