ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლებმა ლიეტუვის ქალაქ ტელშიაის დელეგაცია მიიღეს.
ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე ტელშიაის მერს ტომას კატკუსს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქუთაისისა და ტელშიაის მუნიციპალიტეტების საერთო ინტერსებზე, მათ შორის ტურიზმის, კულტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით.
ლიეტუველი სტუმრების ვიზიტის მიზანი იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაზიარება ქალაქის მდგრადი განვითრებისა და სხვადასხვა ინიციატივების განხორციელების პროცესში.