ქუთაისში, კომპანიამ „ვათაგი“ , საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნეობა მოაწყო.
️ახალი ობიექტი ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძესთან ერთად დაათვალიერა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიღებული სესხის ოდენობა 640 000 ლარია, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული- 384 000 ლარი.
სამაცივრე მეურნეობას 200 ტონა რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში 60 ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქცია განკუთვნილია ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ.