15-16 ივლისს, ქუთაისში დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია და ა(ა)იპ "ბეემვეს კლუბი".
მოსამზადებელი სამუშაოებისა და დრიფტის შეუფერხებლად
განხორცილებისთვის, წინასწარ გასაზღვრულ ტერიტორიაზე მოხდება სატრანსპორტო საშუალებათა
მოძრაობისა და პარკირების შეზღუდვა (გზის გადაკეტვა) , კერძოდ:
14 ივლისის 21:00 საათიდან - 17 ივლისის 21:00 საათამდე, სატრანსპორტო
საშუალებათა პარკირება შეიზღუდება და გზა გადაიკეტება თამარ მეფის ქუჩისა და
სოლომონ პირველის ქუჩის კვეთიდან, მანდარიას ქუჩისა და წერეთლის ქუჩის კვეთამდე.