ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა რიგით 22-ე სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N1 დადგენილებაში. ცვლილება ძირითადად განპირობებულია "ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N8 დადგენილებაში საკრებულოს მიერ 2023 წლის მიერ 26 ივლისს განხორციელებული ცვლილებით. გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებაში შეტანილი ცვლილება ასახული იქნა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამის მუხლებში, რომელიც შეეხება გენდერული საბჭოს შემადგენლობის გაზრდასა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესს. ამასთან, რეგლამენტში დაკონკრეტდა საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნის, კონკრეტულად, ქვორუმის არარსებობისას სხდომის გადადების პროცედურა.
ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში. კერძოდ, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, საკრებულოს წევრ რომან ქვაჩაკიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა საკუთარი განცხადების საფუძველზე. საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კი დაინიშნა ფრაქციის წევრ დავით ბახტაძე.
ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხასა და გეგმაში.
საკითხის თანახმად პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ, აღნაგობის ფორმით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება გადაეცემა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „საქართველოს საპატრიარქოს“ ( ს/ნ 20 43 95 537) კერძოდ, ქუთაისში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა N205 სახლის წინ მდებარე მიწის ნაკვეთი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაეცა (ავტომობილი. საიდენტიფიკაციო ნომერი ]HLRD18611CO1S892) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისებს“
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ ახალგაზრდობის გამზირის, პირველი შესახვევის N14 ა-ში მდებარე უძრავი ქონება, უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს , შემდგომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემის მიზნით.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (კაუჩუკის ფილები) უსასყიდლოდ თხოვების ფორმით გადაეცა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“, რათა მოახდინოს სპორტული ღონისძიებების ორგანიზება.
სააქციო საზოგადოება "სილქნეტს" პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით ხუთი წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების კონსტრუქციებია, რომელზეც მოხდება საკომუნიკაციო საშუალებების განთავსება. საიჯარო თანხა კი განისაზღვრა,"აუდიტორული კომპანია ალსოს"მიერ
მოქალაქეების მოთხოვნის შესაბამისად იჯარის ფორმით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადაეცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბუაკოს“(05.07.2023V.Ns10/4423186315-44q9r 21.07.2023 $. N10/4423202t6-44) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბიბლუსი კოს“ (29.06.2023 $. Nr19/4423180491-44)
მოქალაქეების მოთხოვნის შესაბამისად მოხდა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების გაიჯარება (კიბის მოწყობის მიზნით)
(12'07'2023 S' N,lgl442g193Z33-44) ფართობი-0,5კვ.მ
(01.08'2023 $' w1g14423213330-44) ფართობი-2,7კვ.მ
(14'06'2023 $' No19/442316 5r3g-44q9r 31.07.2023 $. N4423 z1,2ror-44) ფართობი-3.42კვ.მ
ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 ივნისის №207 განკარგულებაში, რაც, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი №53ბ) პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქეებისათვის სარგებლობაში გადაცემას ითვალისწინებს.