ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების შესახებ იმსჯელეს. სხდომას იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თეა ჯუღელი უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საკრებულოს წევრ რომან ქვაჩაკიძის უფლებამოსილების შეწყვეტისა და საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ამ ფრაქციის წევრ დავით ბახტაძის არჩევის ცნობად მიღების შესახებ