"საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში" - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა "ეგერია სოლუშენის" ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით შედგა. პროექტის მიზანს კი საკრებულოების საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება წარმოადგენს.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საკრებულოს მიერ საზედამხედველო მიზნების ეფექტურ გამოყენებას და გააუმჯობესოს არსებულ სამართლებრივი ჩარჩო. ასევე ითვალისწინებს, სტრატეგიული დაგეგმვის შესაძლებლობების განვითარებას, ახალი საზედამხედველო ინსტრუმენტების დანერგვას და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.