უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამირან კოპალეიშვილმა დაათვალიერა.
გარე ფასადის მოსაწესრიგებელი სამუშაოები მიმდინარეობს დუმბაძის ქუჩის #2-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე. რეაბილიტაციისთვის 228 ათასი ლარია გათვალისწინებული.
რეაბილიტაცია უტარდება გამარჯვების მოედანზე მდებარე კოლონადებს. სამუშაოს ღირებულება 89 ათასი ლარს შეადგენს.