გაეროს ცენტრალური ოფისის ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა საბჭოს ორგანიზებით (UN Headquarter) ქალაქ ნიუ-იორკში 10-დან 14ივლისის ჩათვლით პოლიტიკური ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მაგდა კოსტავამ მიიღო. იგი მონაწილეობდა, როგორც CEMR -ის ახალგაზრდა არჩეული თანამდებობის პირთა კომიტეტის წევრი.
ფორუმის თემას, გლობალურად პანდემიის გავლენის შეფასება, კოვიდის შემდგომი რეაბილიტაციის დაჩქარებისა და 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG20030) დაგეგმვა-განხორციელება და უზრუნველყოფა წარმოადგენდა. რომლის ფარგლებშიც, გაეროს წევრმა 39-მა სახელმწიფომ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების შუალედური,მოხალისეობრივი ანგარიში წარმოადგინა (VNR).
ასევ CEMR-მა 41 ასოციაციის გაერთიანებული ანგარიში და კვლევა წარადგინა, რომელიც ქვეყნებში,ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე მდგარდი განვითარების მიზნების SDG 2030 ლოკალიზაციას და შესრულების პროცესს აერთიანებს.
პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში ჩატარდა მე-6 საერთაშორისო ადგილობრივი და რეგიონალური სამთავრობო ფორუმი.ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ფორმატში, მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ლოკალიზაციის საკითხებზე გაიმართა დისკუსია.
აღნიშნული ფორუმში საქართველოს მხრიდან ოფიციალურად მონაწილეობდა "საქართველოს ადგილოვბრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას საბჭო" (NALAG)
1951 წლიდან, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) წარმოადგენს ყველაზე ფართო ევროპულ ადგილობრივ და რეგიონულ ასოციაციას, რომელიც აერთიანებს ევროპის 40 ქვეყნიდან ორგანიზაციებს და მათი მეშვეობით ფარავს როგორც ადგილობრივ ასევე რეგიონულ წარმომადგენლობას.