უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობას დღეს მაჟორიტარი დეპუტატი ამირან კოპალეიშვილი შეხვდა.
ამ დროისთვის ქვა-ღორღიდან იწმინდება ქუჩები და სანიაღვრე არხები. ასევე მძიმე ტექნიკის საშუალებით სუფთავდება ქუჩის ის მონაკვეთები სადაც წვიმამ მცირე მეწყრული კერები შექმნა. მიმდინარეობს სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა.
- გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის მაშტაბით პრობლემები რამდენიმე ლოკაციაზე შეგვიქმნა. სპეციალური სერვისების თანამშრომლების დახმარებით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ასევე ჩართულია მძიმე ტექნიკა. უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ავღწერეთ სტიქიის შედეგად მოყენებული ინფრასტრუქტურული და მეწყერული დაზიანებები. მაქსიმალურად ვეცდებით აღმოვფხვრათ მიყენებული ზიანი.
ამირან კოპალეიშვილი-უქიმერიონის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი