ქუთაისის ჯომარდობის ბაზის მშენებლობა დასრულებულია.
ჯომარდობის სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტით, ლესელიძის ქუჩაზე მოეწყო გამშვები ბაზა, ხოლო აღმაშენებლის გამზირზე
- მიმღები .
განახლებული ბაზიდან საჩვენებელი დაშვება მოეწყო, რომელსაც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
" ქუთაისს აქვს ჯომარდობის კარგი გამოცდილება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა. ექსტრემალური სპორტის ამ სახეობის განვითარებაში ხელს გვიწყობს მდინარე რიონის ის მონაკვეთიც, რომელიც ჩვენს ქალაქშია და ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სვლაგეზად ითვლება ჯომარდობის მოყვარულებში.
სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოგვეწყო ჯომარდობის გამშვები და მიმღები ბაზები, სადაც დღეს საჩვენებელ დაშვება მოეწყო.
ეს პროექტი კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქუთაისს ტურისტული თვალსაზრისითაც.
ჯომარდობის ბაზის რეაბილიტაციაზე 1 892 149 ლარი დაიხარჯა. პროექტი საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული პროგრამით დაფინანსდა." - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა