ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე,ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა.
დღის წესრიგი
1.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის N359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის N177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;