ქუთაისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია 18 მუნიციპალიტეტს შორის საქართველოში, რომელმაც მუშაობა დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დასანერგად.
მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვის პროცესში ჩართული იყო მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. თითოეული ამოცანის შესრულება გაიწერა დროში და დადგინდა 48 ინდიკატორის საბაზისო და სამიზნე მაჩვენებლები (2030 წლისთვის). აღნიშნული მიდგომა უნიკალური შესაძლებლობაა მომავალში პროგრესის გაზომვისა და მიზნის შესრულების შეფასების კუთხით. გვქონდა მომზადებული დოკუმენტის საჯარო განახილვა სამოქალაქო საზოგადოებებთან,მედიის წარმომადგენლებთან და აკადემიასთან. რეკომენდაციების გავითვალისწინეთ, მოხდა დოკუმენტის საბოლოო ფორმირება და დამტკიცდა ქუთაისის საკრებულოს მიერ.
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი ეხება მდგრადი განვითარების 3 განზომილებას − ეკონომიკურს, სოციალურსა და გარემოსდაცვითს. იგი წარმოადგენს იმ მიზნების, ამოცანებისა და ინდიკატორების ადგილობრივ განსაზღვრებას, რომლის შესაბამისადაც ქუთაისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საქმიანობის დაგეგმვას 2030 წლამდე. · ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევებისა და თვითმმართველი ერთეულის კონტექსტის გათვალისწინებით, გაეროს მდგრადი განვითარების 12 მიზანი და 29 ამოცანა განისაზღვრა მუნიციპალურ პრიორიტეტად.