ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა გამართა, სადაც რამდენიმე განყოფილების რიგგარეშე სხდომის ანგარიში იქნა წარმოდგენილი.
(იურიდიულ საკითხთა კომისია, ეკონომიკის, ქონების მართვის და საქალაქო მეურნეობის კომისია , საფინანსო-საბიუჯეტო კომისია)
დღის წესრიგი
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ანგარიში.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილ იქნას ეკონომიკური განვითარების და ტრანსპორტის განყოფილების ანგარიში