ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ანგარიში, 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების შესახებ იმსჯელეს.