ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს პროექტში, ,,დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში" ჩაერთო.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პროგრამული ბიუჯეტირებაა და ამ კუთხით მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ GGI ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2016,2017 და 2018 ფისკალური წლების პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებასა და დანერგვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. GGI აგრძელებს ამ მიმართულებით მხარდაჭერას და 2019 ფისკალური წლის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავების პროცესში, ქუთაისის მუნიციპალიტეტს დახმარებას უწევს.
შეხვედრაზე GGI -ის ექსპერტებთან ერთად, მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ქუთაისის საშუალოვადიანი პრიორიტეტები და მომავალი ფისკალური წლის პროგრამები.