ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 3 თვეს გაგრძელდება. შესაბამისად გადაიკეტება თბილისის ქუჩის შესასვლელი და ავტოსაგზაო მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან გოგებაშვილისა და ნაზარიშვილის ქუჩების გავლით იქნება შესაძლებელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.თბილისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია სადენებისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელების მიწის ქვეშ განთავსებას გულისხმობს. ამასთანავე მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემები. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ მთლიანად მოასფალტდება ქუჩა და დაიხაზება შესაბამისი ნიშნულებით. თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საქმილ სადენ მშენი" შეასრულებს. პროექტის ღირებულება 1მლ 56 000 ლარია.