კონკურსის მიზანი - პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ძეგლის ესკიზისა და სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საუკეთესო საკონკურსო წინადადების შერჩევა;
საკონკურსო წინადადების ფასი - 4000 ლარი
ქანდაკების დამზადებისა და განთავსების ღირებულება - არ უნდა აღემატებოდეს 70 000 ლარს
საკონკურსო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს: ძეგლის ესკიზის 20 სმ - 45 სმ ზომის მაკეტის სახით, რომელიც დამზადებული უნდა იყოს მყარი მასალისაგან და ისე უნდა იყოს შეფუთული რომ დაცული იყოს დაზიანებისაგან მაკეტს თან უნდა ახლდეს სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2 ეგზემპლარად ( ელ. ვერსია excel ფორმატში ) ასევე ძეგლის განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ძეგლის განშლის ამსახველი ფოტომასალა, მასშტაბის მითითებით (ფოტომონტაჟი). ძეგლის განთავსების ადგილია ციფერყანწელთა ქუჩა პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია, მოქანდაკისა და არქიტექტორის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე კონკრეტული ადგილის შერჩევა არ იზღუდება
წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2019 წლის მაისი 28 მაისი
საკონკურსო წინადადების წარმოდგენის ადგილი - ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (რუსთაველის #3)
მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის(ქანდაკების) პარამეტრები
ქანდაკება: ჩამოსხმული თითბერში, ზომებში არაუმეტეს 1,3 ნატურისა;
პიედესტალი: ქვის, გრანიტი
ძეგლისა და პიედესტალი მასალა: განთავსების ადგილზე არსებული ტერიტორიის აგროდიზაინის გათვალისწინებით;
საძირკველი: შესაბამისი გამოთვლებით, ძეგლის ზომების გათვალისწინებით;
ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული უნდა იყოს განათება-მინათების საშუალებები ასეთის არსებობის შემთხვევაში;
აღნიშნული ძეგლი უნდა იყოს სივრცეში თავსებადი
ძეგლის დამზადებისა განთავსების ვადა წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეს;
საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი შეფასების კრიტერიუმები
ძირითადი კრიტერიუმი - ძეგლის ვიზუალური მხარე
დამატებითი კრიტერიუმი - ძეგლის დამზადებისა და განთავსების ღირებულება
შენიშვნა:შეფასებისას კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს ორივე კრიტერიუმს 10 ბალიანი სისტემით, ხოლო ყოველი კონკრეტული ესკიზის საბოლოო შეფასება განისაზღვრება კომისიის წევრების მიერ თითოეული კრიტერიუმისთვის მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლების შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონების კოეფიციენტზე ნამრავლის ჯამური მაჩვენებლით.
• შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონის კოეფიციენტები:
ა)ძირითადი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.7
ბ)დამატებითი კრიტერიუმის ხვედრითი წონის კოეფიციენტი - 0.3
დაგვიკავშირდით: culturekutaisi@gmail.com