ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსების კონკურსს აცხადებს.
კონკურსის მიზანია შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს მათ დასაქმებას, განათლებას, სოციალური მეწარმეობის განვითარებას. განაცხადი მიიღება 2024 წლის 20 მაისი 18 საათამდე. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ( რუსთაველის გამზ. #3) ან სოციალურ სამსახურში ( დუმბაძის ქ. #16 ) მატერიალურად. ასევე შესაძლებელია შემდეგ ელ. მისამართებზე : contact@kutaisi.gov.ge ან sockutaisi@gmail.com