ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის პროექტის ფარგლებში სტრატეგიული დოკუმენტი შემუშავდა. ამ დოკუმენტის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე განისაზღვრა ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.
აქედან გამომდინარე „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა განხორციელდა. ეს კოდექსი ასევე მოიცავს სკოპინგს , ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებას.
ამჟამად მიმდინარეობს სკოპინგი, ანუ პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს. https://bit.ly/3nJUKC6 დოკუმენტი განთავსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
წარმოდგენილი სკოპინგის განცხადება და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას 2022 წლის 22 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, ან ელ. ფოსტის მისამართზე: contact@kutaisi.gov.ge