ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

უფასო მგზავრობა

--------------------------------------------------------

საქალაქო ტრანსპორტით, ავტობუსით: №1 წრიული (მარცხენა), №1 წრიული (მარჯვენა), №4; №5; №10; №19; №20; №22; №25; №31 – სარგებლობის უზრუნველყოფა შემდეგი კატეგორიის პირებისათვის: ააიპ „ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის“  ბენეფიციარები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის კოდი: 100, 111, 112, 113), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად შშმ პირები (კოდი: 311, 312, 313), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრები (კოდი: 501), „წითელი ჯვრის“ კლუბების ხანდაზმული პენსიონრები (100 ბენეფიციარი), „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ პროგრამით მოსარგებლე დედები, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, „SOS“-ბავშვთა სოფლის ბენეფიციარები, სტუდენტური ოჯახები (ცოლი და ქმარი, ორთავე სტუდენტი) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) ქ.ქუთაისში რეგისტრირებული/მცხოვრები ბენეფიციარები. სულ 1000 პირი. ქვეპროგრამით სარგებლობა მოხდება სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების გამოყენებით, ბილეთის ფასი   40 თეთრი. ბილეთის გამოყენება შეიძლება სამგზავრო მოწმობასთან ერთად. ქვეპროგამით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული (მცხოვრები) პირები. სამგზავრო მოწმობის მისაღებად საჭიროა ფოტოსურათის, პირადობის მოწმობისა და კატეგორიის მიმანიშნებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ეკონომიის ხარჯზე, შესაძლებელია დამატებითი კატეგორიის კონტინგენტისა და განსაკუთრებული შემთხვევების მომსახურება სამსახურის გადაწყვეტილებით. ბენეფიციარებზე გაიცემა თითოეულზე თვეში 60 (სამოცი) ბილეთი (ბილეთის მისაღებად აუცილებელია ბენეფიციარმა წარმოადგინოს უფასო მგზავრობის მოწმობა). ქვეპროგრამაზე მომსახურე გადამზიდავებისათვის თანხის ანაზღაურება მოხდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გახარჯული ბილეთების რაოდენობის მიხედვით. 

აირჩიეთ პროგრამა \/
Files must be less than 2 MB.
Allowed file types: gif jpg jpeg png txt rtf html pdf doc docx odt ppt pptx odp xls xlsx ods xml.