ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ირაკლი შენგელია

დაბადების თარიღი: 10.10.1984

დაბადების ადგილი:

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ელ. ფოსტა: irakli.shengelia@kutaisi.gov.ge

განათლება

1991 -2000 წ ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლა

2000 – 2003 წ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯი;

2003 – 2007 წ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტი;

2008 -2010 წ ბელორუსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. კლინიკური ორდინატურა სხივურიდიაგნოსტიკის კათედრა - რადიოლოგი;

2012 – 2013 წლებში მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტში დიპლომის შემდგომიგანათლება. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტური. კომპიუტერულ–ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა;

2012 წელს - ბელორუსის დიპლომის შემდგომი სამედიცინო აკადემია სხიური დიაგნოსტიკის კათედრასხივური დიაგნოსტიკა;

2016 - დღემდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტი დიპლომის შემდგომი განათლებაკლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიულიდიაგნოსტიკა;

 

სამუშაო გამოცდილება:

2007 – 2008 წლებში მუშაობდა სპეციალისტად აკად.ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში, სამედიცინოსაქმიანობის ხარისხის და კონტროლის სამსახურში;

2009 – 2010 წლებში იყო ექიმი რადიოლოგი ქ.მინსკის #9 მულტიპროფილური საავადმყოფოში;

2010-2011 წლებში იყო უმცროსი ექიმი ა. ძოწენიძის იმერეთის რეგიონალური საავადმყოფოში. რენტგენოლოგიური განყოფილებაში;

2011-2012 წლებში მუშაობდა ექიმ-რადიოლოგად ქ. მინსკის #9 მულტიპროფილურ საავადმყოფოშიკომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილებაში;

2012 წლიდან - დღემდე არის ექიმი რადიოლოგი. რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი; იმერეთის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფო ამბულატორიულ დიაგნოსტიკური დეპარტამენტი;

2016 წლიდან - დღემდე არის ექიმი რადიოლოგი სამედიცინო კორპორაცია „EVEX” იმერეთისრადიოლოგიური ერთეულში;

2014 წლიდან - დღემდე არის ექიმი რადიოლოგი. რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელისაავადმყოფო "Beau Monde" - ში;

2014 წლიდან - დღემდე არის ქ. ქუთაისის მედიცინის მუშაკთა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირშიმმართველი კომიტეტის წევრი;

2017 წლიდან -ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი.

არის სქარაველოს რადიოლოგთა ასოციაციისა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი; 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები:

1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე;

2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 36–ე მუხლის და ამ დებულების მე–100 მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.

3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან გადაყენებისას (გადადგომისას); ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიცემულ სხვა დავალებებს.

5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.

6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.

2. ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ბიუროს წევრებს, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მონაწილე პირებს. კამათი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მაშინ, როცა ბიუროს ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.

3. ბიუროს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას უფლება აქვს თავისი მოსაზრების შეტანა მოითხოვოს ბიუროს სხდომის ოქმში.

4. საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.

5. საკრებულოს ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის შესაბამისი წესები.

გააზიარე